,,მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი გვესაუბრება მოქალაქეთა დაცვაზე, იქნებ ვინმემ მითხრას, რა ფორმით ხდება მათი დაცვა რიგში ?!

დილის 6:18 საათია და ვიდეოს ავტორის Nana Muradashvili წინ 105 კაცია… წარმომიდგენია, რა მოხდება საღამომდე…. ფაქტია, სამინისტროს ყველა გადაწყვეტილება კრახით მთავრდება და საინტერესოა, რატომ მრჩეველი არ ჰყავს( რაც არ მგონია) თუ არ უსმენს არავის ?! თბილისი მასშტაბით ოთხი ლოკაციის შექმნა ,რაც თბილისის მაშტაბით ადამიანთა მომსახურებას ფაქტობრივად ვერ მოემსახურება და სადაც რიგის კონტროლი ფაქტობრივად არ ხდება, აღსრულების განახლება საგანგებო მდგომარეობის დროს და ამ სტრესულ მდგომარეობაში ხალხის ულუკმაპურიდ და უსახლკაროდ დატოვება, დავიჯერო იუსტიციის სამინისტროში გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველასთვის მისაღები იყო?! ასევე, მუდმივად მრევლზე მოქილიკე ადამიანებისგან მაინტერესებს, ეს ხალხი სამინისტროს ,, კლასტერია” და კოვიდ 19 არ შეხვდება და რატომ არავინ არ იღებს ხმას?!” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი ქეთი უტიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს ავტორი, ნანა მურადაშვილი კი თავის მხრივ წერს: ,,სასწაული ხდებაააა!!! ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს?! ჩვენზე ჭკვიანები მოსულან პარასკევს, ჩაწერილან რიგში, თურმე 105 კაცია ჩვენზე წინ!!!!! მეტი არაფერი არ მინდა, მეშვიდე ვარ რიგში და იმ 105 კაციდან ჩემზე წინ რომელიმე წავიდეს!!!! როგორც “საქართველოს ფოსტაში”, ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს რიგი ელექტრონულად!!! ქართველ კაცთან ცოცხალი რიგი რომ არ გამოვა, ამას ვერ უნდა ხვდებოდნენ?!”

კომენტარები