საზოგადოება

,,ამ კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს, ოქროს მოპოვებისას, აფეთქებები და ნგრევები გაანადგურებს”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ ტანძიასთან, სადაც დღეს ოლიგარქ ივანიშვილის ,,არემჯი გოლდს“ მისი პარტნიორი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კუჭავას კომპანია ,,ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი” ტყეებისგან უსუფთავებს ტერიტორიას, ოქროს მოპოვების დასაწყებად, უძველესი მერვე-მეცხრე საუკუნის ეკლესია მდებარეობს, რომლის კედლებში ჩაშენებულია მეხუთე საუკუნის ჯვრები. ბევრი ვარაუდი არ ჭირდება იმას, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს ოქროს მოპოვებისას აფეთქებები და ნგრევები გაანადგურებს. ივანიშვილის ოქრომანიას ეწირება ჩვენი ტყეები, წყლები, მოსახლეობის ჯამრთელობა და ისტორიული ძეგლები. მეტი რა არმაგედონი უნდა მოგვიწყოს ამ ქვეყნის ჯიბეში ჩამდებმა ოლიგარქმა, რომ მისი მეორედ მოსვლა აღარ ვიზეიმოთ?!

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close