საზოგადოება

,,… ამღერებულ სიყვარულით ვენაცვალე კახელებს” (ახალი სიმღერა კახეთზე)

„საქართველოვ, კახეთიდან უფრო მეიმედები!“ – ეს ტრიქონები ახალი სიმღერიდან არის, რომელიც ამ დღეებში დაიწერა…ლექსს „რქაწითელი“ ერქვა და სიმღერის შექმნის პროცესში, კახეთის სადღეგრძელოდაც იქცა… ლექსი რქაწითელის ფოტოს ნახვის მერე დავწერე, რომელიც ამერიკაში მყოფმა ქალბატონმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. და ეს სტრიქონებიც სწორედ ქალბატონ თამარ ზურაშვილს და სამშობლოსადმი მის დიდ მონატრებას ეძღვნება… შემდეგ კი ჩვენი ძვირფასი ლია გუსევას რჩევით ლექსი კომპოზიტორ ია მაისაიასთან მოხვდა.
სოხუმიდან დევნილმა მრავალტკივილგადატანილმა ქალბატონმა ამ მუსიკაში დიდი გული ჩააქსოვა და რქაწითელის მზეჩამდგარი იმედი აამღერა… საქართველოს ვაზის მხარეს სიყვარულის ჰანგები უსახსოვრა…
სიმღერა დიდებულად შეასრულა ჯაბა მესტვირიშვილმა, კლიპის ავტორია ვეფხია სამსონიძე. დიდი მადლობა ყველას!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოეტი თამარ შაიშმელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close