მსოფლიო
ამერიკულმა მედიამ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების თემები დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს ყურადღების გამახვილებას სირიის კრიზისზე და უკრაინის კონფლიქტზე აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNNთეთრი სახლის წარმომდგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპს სურს ვლადიმერ პუტინთან სირიაში სამხედრო სიტუაცია და რუსეთის ბაშარ ასადისადმი მხარდაჭერა განიხილოს.
როგორც ამერიკული ტელეარხი იუწყება, ლიდერები შეხვედრაზე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემას სავარაუდოდ არ შეეხებიან.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დიდი ოცუელის სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც ქალაქ ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართება.
იმედი ნიუსი