საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი: გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ წარუმატებელი სახელმწიფო

,,უნდა შევძლოთ, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და მდიდარი ქვეყანა"

ყველას გილოცავთ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის 30 წლის თავს.
წესით ახლა საზეიმო განწყობა უნდა ყოფილიყო პარლამენტში, მაგრამ სახელმწიფოს აღდგენიდან 30 წლის თავზე ქართველებს ისევ გვჭირდება უცხოელი შუამავალი, რომელიც უზარმაზარ ძალისხმევას დებს, რომ ერთმანეთს გვალაპარაკოს, მაგრამ არც მას ვუგდებთ ყურს, არც ერთმანეთს და ისევ ვაწყდებით ქართველი პოლიტიკოსების უკომპრომისობას.
30 წლის წინ ორმა დიდებულმა ქართველმა, მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ საქართველოსთვის თავგანწირვის ხარჯზე მოგვიტანეს სახელმწიფოებრივი თავისუფლება. ახლა, ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მეორე დიდი ეროვნული ამოცანა შევასრულოთ. გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ წარუმატებელი სახელმწიფო და როგორმე უნდა შევძლოთ, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და მდიდარი ქვეყანა.
ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close