მსოფლიო

აზერბაიჯანმა შესაძლოა ევროსაბჭო დატოვოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, თუ აზერბაიჯანსა და ევროსაბჭოს შორის ურთიერთობებში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, ქვეყანამ შესაძლოა ორგანიზაცია დატოვოს. ამის შესახებ ალიევმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭო აზერბაიჯანს სასამართლოთი დაემუქრა, რადგან მან არ აღასრულა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი-ერთი ოპოზიციონერის გათავისუფლების შესახებ.

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანი“-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტურბერნ იაგლანდს აზერბაიჯანსა და ორგანიზაციას შორის ურთიერთობების კრიზისში შეყვანა დასდო ბრალად.

„ჩვენ უკვე 15 წელია ევროსაბჭოს აქტიური წევრები ვართ, თუმცა გენერალური მდივნის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, აზერბაიჯანსა და ამ ორგანიზაციას შორის ხელოვნური კრიზისი შეიქმნა. ჩვენ არ ვართ ამის ინიციატორები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: news.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close