საზოგადოება
,,ავწიოთ უკანალები, გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა”
,,პოლიტიკა ისევე ესეირებათ, როგორც სპორტის ნებისმიერი სახეობა"
სინამდვილეში პოლიტიკა იმიტომ უნდა გვაინტერესებდეს, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, უკეთესი ხელფასი გვქონდეს, უკეთეს ჰაერს ვსუნთქავდეთ, უკეთეს საკვებს ვჭამდეთ, უკეთესი ტრანსპორტი გვქონდეს, უკეთესი განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფო სერვისები, ჩვენი გადახდილი გადასახადები უფრო ეფექტურად იხარჯებოდეს და ა.შ. საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკა თავისთავად, ამ ყველაფრისგან განყენებულად აინტერესებთ და ესეირებათ, როგორც სპორტის სახეობა ან გასართობი ინდუსტრიის ნაწილი. დიდი უბედურება ის არის, რომ ვერ ვხედავთ პირდაპირ კავშირს პოლიტიკასა და ჩვენს ყოველდღიურობას შორის. ხოდა, მოკლედ, ყველაზე დიდი პოლიტიკა ის იქნება, რომ ავწიოთ უკანალები, გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და ის, რომ ამდენს გვიბედავს ხელისუფლება, რომელიც იდეაში ჩვენი არჩეულია (სინამდვილეში რომ არ აგვირჩევია, ვიცით, და მითუმეტეს ვერ უნდა გვიბედავდეს ამდენს). ნუუ, ახლა ტრანსპორტის გამო აქციაზე ხომ არ გამოვალ პოზიცია, არის ზუსტად არასახელმწიფოებრივი აზროვნება. როცა ადამიანების ელემენტარულ უფლებას ვერ ვიცავთ, სხვა ყველაფერზე ლაპარაკი ზედმეტია.
ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი