საზოგადოება

,,ავტობუსებში არცერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული” _ დავით მესხიშვილი

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

  • აიკრძალა მიკროავტობუსი ხვალიდან. ვინმემ დათვალა სად მიდის მიკროავტობუსის მზავრი (დღეში 300 000-ზე მეტი მგზავრობა), თუნდაც დაკლებული რაოდენობით?! რა თქმა უნდა, ავტობუსში და მეტროში! სიმჭიდროვე გაიზრდება, ხომ?! და ეს კარგია?! ტრანსპორტის სამსახური საერთოდ რას აკეთებთ? ამ დროს ავტობუსში არცერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული:

🛑მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის“ უზრუნველსაყოფად!

🛑მოქმედებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომის სპეციალური რეჟიმი და ის ხორციელდება მხოლოდ უკანა კარის საშუალებით. ამ გზით ხდება იმ მძღოლების დაცვა, რომლებიც არ არიან განთავსებულნი კაბინებში.

🛑მძღოლებისთვის იზოლირებული კაბინების მოწყობა

🛑მძღოლების გადამზადება კრიტიკული სიტუაციის მართვაში. მაგალითად ავტობუსში აღმოჩნდა „ეჭვმიტანილი“ (სავარაუდოდ ინფიცირებული), რამაც წარმოქმნა პანიკა. მძღოლმა უნდა შეძლოს პროცესის მართვა და იმოქმედოს გაიდლაინის შესაბამისად.

🛑სავადებულო ხდება ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მგზავრები და მძღოლები)

🛑კონტროლიერები (მონიტორინგის სამსახური) წყვეტენ მუშაობას და მგზავრებთან კონტაქტს.

🛑მძღოლები ექცევიან ექიმების ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ.

🛑ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აუდიო მოწყობილობით უწყვეტად უნდა ცხადდებოდეს მგზავრთა ქცევის წესები.

🛑შესაბამისი სამსახურები უნდა ეცნობოდნენ საერთაშორისო რეკომენდაციებს და აწვდიდნენ მათ მგზავრებს.

❗️❗️❗️საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე! თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის მიერ აქა-იქ, ალაგ-ალაგ მიშხურებულ სადეზინფექციო ხსნარს (24 საათში ერთხელ, რაც უდავოდ არასაკმარისი ღონისძიებაა), ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხოებისთვის არც არაფერი კეთდება. საერთოდ არაფერი!

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close