საზოგადოება

ავტოავარია ბათუმში_დაშავებულებს შორის მცირეწლოვანიცაა

პირველი არხის ცნობით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად მიკროავტობუსმა მიმართულება შეიცვალა და კედელს დაეჯახა, რის გამოც გამვლელი დაშავდა. იგი მძიმე ტრავმული შოკით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, საავადმყოფოში კიდევ ერთი ქალი და ბავშვი გადაიყვანეს. მათ შედარებით მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close