მსოფლიო

ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი გადაურჩა

ინდოეთში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დაღუპულია 240-ზე მეტი ადამიანი

ინ­დო­ე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ, ქა­ლაქ აჰ­მე­და­ბად­ში, ლონ­დო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი Air India-ს თვითმფრი­ნა­ვი აფ­რე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­და. ბორტზე 244 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. The Telegraph-ის ცნო­ბით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­ურ­ჩა – ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ვიშ­ვაშ კუ­მარ რა­მე­ში.

.

მე­დი­ის ცნო­ბით, მგზავ­რი იჯდა მე-11 რიგ­ში, A სკამ­ზე. რა­მე­შის თქმით, ის ლონ­დონ­ში ცოლ-შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, თუმ­ცა ძმას­თან, აჯა­ის­თან ერ­თად ინ­დო­ე­თის­ქა­ლაქ დი­უ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი ძმა თვითმფრი­ნავ­ში სხვა რიგ­ში იჯდა.

კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას 200-ზე მეტი ცხე­და­რი იპო­ვეს. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, მათ შო­რის 230 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 12 წევ­რი. მგზავ­რებს შო­რის 169 ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე, 53 დიდი ბრი­ტა­ნე­თის, 7 პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა და ერთი კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე იყო. სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში მი­ფირ­ნავ­და, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ჩა­მო­ვარ­და და სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს შე­ე­ჯა­ხა.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close