“ავერსის” მორიგი წარმატება “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე
“ავერსი” როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი კომპანია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილე და გამარჯვებულია. ორი წლის წინ მას „ჯორჯიან თაიმსის“ და “გორბის” ბიზნესრეიტინგის მთავარი პრიზი – ბიზნესის ეროვნული ჯილდო – გადაეცა.
მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის XXI საზეიმო დაჯილდოება 29 ივნისს გაიმართა “გარდენ ჰოლში”. ღონისძიებაზე 2020-2021 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები დაასახელეს. ბიზნესმენებს შორის საუკეთესოები თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს, წლის საუკეთესო ინვესტორი კი ჟიურიმ გამოავლინა.
დაჯილდოებაზე კომპანია “ავერსმა” დამსახურებული ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში: გუნდის პროფესიონალიზმი, უმსხვილესი დამსაქმებელი, ხარისხის გარანტი. Check the business.
“ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელის, ბატონ მალხაზ გულაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების გამოვლენა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიოს ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა.