ჯანდაცვა
,,ავადმყოფი, ოპერაციის შემდეგ, სასწრაფო მკურნალობის დაფინანსებისთვის, კომისიას 1 თვე უნდა ელოდოს”

ხატია ჩოგოვაძე, იურისტი:
_ ბებიას გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. რეაბილიტაციის კურსი რამდენიმე ექიმის ჩართვით არის უმძიმესი და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამას დამატებული -მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის თაობაზეც დავუკავშირდი ჯანდაცვის სამინისტროს. ვიფიქრე, რადგანაც პენსიონერია, იქნებ რაიმე შეღავათი არსებობდეს და აღმოვაჩინე, რომ განცხადებით უნდა მივმართო მათ და თურმე 1 თვის მერე მიპასუხებენ რაიმეს დაუფინანსებენ, თუ საერთოდ უარს მეტყვიან. მოხუცი, რომელსაც ოპერაციის შემდგომ, რა თქმა უნდა, სასწრაფო მკურნალობა სჭირდება – “კომისიას” უნდა ელოდოს 1 თვე? ეს არის სრული მარაზმი! ადამიანის სიცოცხლის უფლებას დასცინიან! უკვე შეძენილ მედიკამენტებზე არანაირ შეღავათს არ განიხილავენ!