საზოგადოება

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადება თადუმაძის პროკურატურის საოცრებებზე _  ,,დიადმა ბიძინამ დაიწყო დაპირებების შესრულება!”

ადვოკატები, ზაზა ხატიაშვილი,ფრიდონ სიხუაშვლი,ირინე აფხაზავა 2019 წლის 10 ივლისს დილის 11 საათზე , საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ გამართავენ აქციას პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომელმაც ბრალი წაუყენა პროვნებას ძალადობაზე ისე , რომ არ გამოკითხა სავარაუდო ბრალდებული და არ გაარკვია სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში, პიროვნება იმყოფებოდა თუ არა საქართველოში.

,,თადუმაძის პროკურატურამ, აღადგინა ადეიშვილის პროკურატურის საოცარი ტენდენიცა, აღადინა საქართველოში „სპაიდერმენის“ და „ბეთმენების“ ერა , რომლიც დროს პიროვნებებს ბრალს უყენებდნენ საქართველოში დანაშაულის ჩადენაში, როდესაც სავარაუდო ბრალდებულები იმყოფებოდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ვაშა! თადუმაძის პროკურატურას! ურა! თადუმაძის პროკურატურას! ვაშა და ურა დიდ ბიძინას! ასეთი კეთილი და მივიწყებული ტრადიციის აღდგენისთვის. თანამემამულენო! გიხაროდენ! დიადმა ბიძინამ დაიწყო დაპირებების შესრულება!” _ აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close