სამართალი და კრიმინალი
ადვოკატსა და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. კერძოდ, ადვოკატსა და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე უცნობი პირი.
?ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის მიმართ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მოსალოდნელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.