სკანდალი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში – დაკავებულ მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავდნენ აღარ დაიცავენ.

დაცვაზე უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ.

ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბეებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ. რამდენიმე დღის წინ, კობაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ახლაგაზრდა სპორტსმენებს კარიერა დაენგრათ. ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

წყარო: „მედიაცენტრი მთავარი“

კომენტარები