საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი, დავით ასათიანი განცხადებას ავრცელებს:

,,მეგობრებო, სადამკვირვებლო ოგანიზაციებმა – ISFED და HRDIC, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვგარეშეა !!!!! აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო პროცესის ყველანაირი შესაძლო ტექნიკური დარღვევა თუ უზუსტობა უპირველესად მიმართულია ჩემი, როგორც 1-ელ ადგილზე გასული კანიდიდატის ინტერესების წინააღმდეგ, მაშინ, როცა 2-ჯერ მეტი ხმა მივიღე ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა და უფრო მეტი ხმა ვიდრე ყველა 11-მა კანდიდატმა ერთად.

ჩემი ინფორმაციით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ასოციაციის სხვა ორგანოების კანდიდატების ხმების დათვლა, რაც დროში ცოტა ხანგრძლივდება იმის გამო, რომ დამარცხებული კანდიდატების წარმომადგენლებმა დატოვეს ხმის დამთვლელი კომისია და 15 ადამიანის საქმეს მხოლოდ 6 წევრი აკეთებს.

პროცესმა ასევე თვალნათლივ დაგვანახა, რომ ასოციაციის საარჩევნო რეგლამენტსა და ხმის დამთვლელი კომისიის ფორმირების წესში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რასაც გამოვასწორებთ მომავალში.

პროცესის ყველა მონაწილეს და მთლიანად ადვოკატთა კორპუსს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და კოლეგიური პატივისცემისკენ.

“ბიულეტენების არამართლზომიერად გამოყენება არ მომხდარა და კენჭისყრის ლეგიტიმურობას საფრთხე არ შექმნია”.

“ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის ოთახში ელექტროენერგია არ გამორთულა და პროცესის ხილვადობა არც-ერთ ეტაპზე არ შეფერხებულა”.

გაეცანით ISFED-ის შეფასებას ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების პროცესზე”.

 

კომენტარები
Загрузка...