საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალება მიეცათ, შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პორტალის სახით კიდევ ერთი სიახლე დანერგა დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი. დაამყარონ ადვოკატთა ასოციაციასთან ოფიციალური კომუნიკაცია.
განგრძობადი განათლების ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებზე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, მოიძიონ დაგროვილი კრედიტებისა და გავლილი ტრენინგების თაობაზე ინფორმაცია და მარტივად განახორციელონ სასწავლო რესურსებზე წვდომა.
ადვოკატთა ასოციაციის წევრები, სურვილის შემთხვევაში, ადვოკატის პროფილის მონაცემების (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, სპეციალიზაცია, სამუშაო გამოცდილება ა. შ). გასაჯაროებას და ძებნის სისტემაში მოთავსებას შეძლებენ, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება მოიძიოს მისთვის სასურველი ადვოკატი.
ასევე, შესაძლებელი იქნება ადვოკატთა ასოციაციის წევრის სტატუსის და მის წინააღმდეგ მიმართული დისციპლინური საქმისწარმოების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება და სხვ.
პორტალზე შესასვლელი ლინკი განთავსდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზე.
პორტალზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა.
პორტალი შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close