საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მთავარ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანი, ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ განხორციელებლი მუქარის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს, შეისწავლონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულთან დაკავშირებით. ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ, სოციალურ ქსელ ფეისბუქის კონკრეტული ანგარიშიდან ხორციელდება მუქარა და შეურაცხყოფა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ერთ-ერთ საქმეში მის მონაწილეობას. სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, ადვოკატის მიმართ მუქარა დაცვის განხორციელებისას, წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება. ამასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით დავით ასათიანი მოუწოდებს საზოგადოებას, არ მოხდეს ადვოკატის გაიგივება იმ პირთან, ვინც სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით. აღნიშნული მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close