ადვოკატთა ასოციაცია მედიის წარმომადგენლებზე განხორცირლრბული ძალადობის ფაქტებს ეხმაურება
პატივს ვცემთ თითოეული საქართველოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას მიუხედავთ მათი შეხედულებებისა და ამასთან, ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას.
ადამინების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პირადი ღირსება და უსაფრთხოება უმთავრესი ღირებულებებია და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მართლწესრიგის დაცვა.
ნებისმიერი შეკრებისა თუ მანიფესტაციის დროს განსაკუთრებით უნდა იქნას დაცული იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, ადვოკატების და ა.შ.
ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე ძალადობა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა დაუშვებელია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო და დროული რეაგირება მნიშვნელოვანია.
ამასთან, ძალადობის შედეგად დაზარალებულთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მზადაა განახორციელოს უფასო (pro-bono) იურიდიული დახმარება, რისთვისაც ამუშავებულია ცხელი ხაზი: 577-670-941.
ჩვენს საზოგადოებას ვუსურვებთ მშვიდობასა და უსაფრთოებას!