საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაცია დავის მხარეთა მორიგებით დასრულების მიზნით მედიაციას იწყებს

ადვოკატთა ასოციაციის ახალმა აღმასრულებელმა საბჭომ აამოქმედა ადვოკატთა შესახებ კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიცაა ადვოკატებს შორის ან ადვოკატსა და მის კლიენტს შორის დავის მედიაციით გადაწყვეტის შესაძლებლობა. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო დავის მხარეთა მორიგებით დასრულების მიზნით მედიაციას იწყებს ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ ასოციაციის თავმჯდომარისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები სრულიად უსასყიდლოდ განახორცილებენ მედიაციას მხარეთა მორიგების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს კორპორაციული ერთობის გაძლიერებასა და ადვოკატის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას. ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აღნიშნული ახალი სერვისით, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close