სამართალი და კრიმინალი

ადვოკატებს ფარულად უსმენდნენ?

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა პროკურატურას

ადვოკატების პროფესიული უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციაში ბრიფინგი ჩატარდა. კერძოდ, საქმე ეხება ადვოკატების მიხეილ რამიშვილის, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სავარაუდო ფარული მოსმენის ფაქტს.
? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილის, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს კერძო საუბრების უნებართვო მიყურადების, ჩანაწერის გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე. (სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.)
? ადვოკატების ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში, თბილისის პროკურატურის მიერ მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს, ასევე, მათი ინტერესების დამცველებს უარი ეთქვათ აღნიშნული საქმის მასალების ასლების გადაცემაზე. ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა, მათ შორის, პროკურორის დადგენილება და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ადვოკატების პროფესიული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შელახვის ფაქტს.
☑️ ადვოკატთა ასოციაცია მიმართავს საქართველოს პროკურატურას განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადვოკატებსა პროფესიული საიდუმლოების ფუნდამენტური პრინციპისა და დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close