საზოგადოება

ადვოკატები: ,,ვემიჯნებით ლანჩავა-კორძაძის დემარშს”

საქართველოს ადვოკატთა აჭარის რეგიონალურ ოფისში ადვოკატები არიან შეკრებილნი. ასოციაციის არჩევნებთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:
,,დავით ასათიანმა გაიმარჯვა უპრეცედენტო უპირატესობით. მან მოიგო 500 ხმით. კანდიდატები დავით ლანჩავა და ზვიად კორძაძე მიხვდნენ, რომ აგებდნენ და გადაწყვიტეს, არჩევნების ჩაშლა. მათ ატეხეს დებოში, თითქოს ადგილი ჰქონდა გაყალბებას.
  ჩვენ ვემიჯნებით ლანჩავა-კორძაძის ამ დემარშს და მიგვაჩნია, რომ მათი ქმედება არის მიზანმიმართული ასოციაციისდაშლა-დანაწევრებისკენ, თვითმმართველობის განადგურებისკენ. არჩევნების პროცესი იყო გამჭირვალე და ადგილი არ ჰქონია ისეთ პროცესებს, რაც არჩევნების შედეგების გაბათილების საფუძველი შეიძლება იყოს. ამიტომ,  ვულოცავთ დავით ასათიანს ამ დიდი გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში”. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close