საზოგადოება

როგორ გავუღვივოთ მოსწავლეს სწავლის ინტერესი?

შეხვედრა ცნობილი მწერლის ქალიშვილთან

   განათლების სფერო ძალიან სწრაფად იცვლება, მასწავლებელმა უნდა შეინარჩუნოს და მოერგოს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს.

როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები ისე, რომ აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში, გაუჩნდეთ ინტერესი შესასწავლი საგნისადმი.

დღეს ხშირად ვისმენთ საყვედურს მომზადების მიმართ: ზარმაცობენ, სკოლაში სიარული არ ეხალისებათ, არ სწავლობენ…

ჩვენი, პედაგოგების, პასუხისმგებლობაა არ ჩავატაროთ მშრალი და მოსაწყენი გაკვეთილები, ამაში ახალი, ინოვაციური მიდგომებიც გვეხმარება, მაგრამ ხშირად არ გვყოფნის მასწავლებლებს ორმოცი წუთი ბავშვების ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

კლასგარეშე მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერ შედეგს იძლევა მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც.

შევაყვაროთ ბავშვს წიგნი, საგანი, განუვითაროთ საღი აზროვნების უნარი, მეტყველება-არ არის ადვილი.

სამწუხაროდ, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ,,ქართული ენა ღარიბდება, მდიდარი ლექსიკა კი კვდება“, ქალბატონმა მზექალა შანიძემ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დააკისრა ქართველ მწერლებსა და მასწავლებლებს.

თუ არ გაღვივდა ინტერესი და სიყვარული ენისადმი ,,ქართული ენა მოკვდება“- ასეთია მეცნიერის თვალთახედვა.

როგორ ვცდილობთ მასწავლებლები ამ პრობლემასთან გამკლავებას?  როგორ ვაინტერესებთ მოსწავლეებს ქართული სიტყვითა და კულტურით? – საინტერესოდ დაგეგმილი გაკვეთილებითა და ღონისძიებებით.

12 ივნისს სსიპ-ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #178 საჯარო სკოლის ლიტერატორთა კლუბის წევრებმა არჩევანი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე შეაჩერეს, გარდა სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებებისა, მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობები: ,,მე ვხედავ მზეს’’, ,,ძაღლი“, ,,მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიღრმისეულად დაამუშავეს და გაიაზრეს ნაწარმოებები: ,,სისხლი“ და ,,ხაზარულა“, ნახეს კინოფილმები, შეარჩიეს ეპიზოდები და დაწერეს სცენარი,  თავად შექმნეს სასცენო დეკორაციები და გააფორმეს მუსიკალურად. ჩანაფიქრი პროექტად აქციეს, მოიძიეს მასალა ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით.

სკოლაში მოიწვიეს მწერლის ქალიშვილი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე,  ბავშვებმა პროექტი ,,ჩემი თვალით დანახული ნოდარ დუმბაძე“  საინტერესოდ წარადგინეს.

საზოგადოება მოიხიბლა  მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიერ გაცოცხლებული პერსონაჟებით, საინტერესო სცენარითა და კომპოზიციით. გურული ტაშფანდურითა და სიმღერით.

ბავშვებისთვის დაუვიწყარი იყო შეხვედრა ქეთევან დუმბაძესთან. მისმა მოგონებებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებაზე.

მუშაობის პროცესში კლუბის წევრებსა და ხელმძღვანელს გვერდით ედგა დირექცია (ნანა ლაბაძე, ია წიკლაური, მზია საჯაია) და კლასის დამრიგებლები (ვლადიმერ ბაღდავაძე და ირაკლი ისაიაშვილი), მშობლები-საერთო სასკოლ თემი, ერთიანი ხედვა, თანადგომა ყოველთვის აადვილებს მიზნამდე მისვლას.

ჯანსაღი და პოზიტიური გარემო ხელს გვიწყობს მასწავლებლებს პროდუქტიულ მუშაობაში, ბავშვების სულიერ ზრდასა და ფორმირებაში.

.

ანეტა დავითაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close