საზოგადოება

,,ადამიანმა ჩაიდინა ეს თუ ურჩხულმა მხეცმა, არ ვიცით”_ სტამბოლში ქართველი გოგონა წამებით მოკლეს

,,ეს საშინელი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება"

მოკლეს ქართველი ემიგრანტი თურქეთში 25 წლის თეო თუაშვილი მას მცირეწლოვანი (5 წლის) გოგონა საქართველოში დარჩა.
,,შემზარავი ამბავი მოხდა, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ თეოს და მის ქმარს სახლში შეუვარდნენ 4 ბიჭი იყო და თეოს ყელი გამოჭრეს მისი არაბი ქმარი დაჩეხილია.
სტამბულში ქართველი ემიგრანტი თეონა თუაშვილი მოკლეს გუნეშლიზე.
დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
მთელი სტამბულის ემიგრანტები შოკში ვართ, სასტიკადაა ნაწამები, იმდენი ჭრილობები აქვს, ასე სადისტურად ვინ გაიმეტა, აღარაა ქვეყნად სამართალი… ადამიანმა ჩაიდინა ეს თუ ურჩხულმა მხეცმა, არ ვიცით. ქვაც კი ატირდება ისეთი მდგომარეობაა. ნუთუ ასეთი რამის გაკეთება ადამიანს შეუძლია.
მისი ქმარიც სიკვდილის პირასაა. ამბობენ, შურისძიებაა იყოო, მაგრამ ვის რა დაუშავა ამ სიცოცხლით სავსე ადამიანებმა…”
გუნეშლიზე საშინელება მოხდა ბატონო შოთო არავის არ გვჯერა ეს შემზარავი ამბავი ძალიან კეთილი თბილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო თეონა. გთხოვთ დაგვეხმაროთ”.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
თურქეთში მყოფი ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს დახმარებას სთხოვენ და ითხოვენ მკაცრად დაისაჯოს მკვლელები!!!! ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება
ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”,
შოთო სიხარულიძე

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close