მსოფლიო

ადამიანის მოჭრილი თავებით სავსე მაცივრები და მუქარის წერილები

მექსიკის ქალაქ გვადალახარას სხვადასხვა უბნებში ადამიანების მოჭრილი თავებით სავსე რამდენიმე მაცივარი იპოვეს. ჟურნალ Proceso-ს ცნობით, ერთ-ერთი მაცივარი, რომელშიც 2 თავი იყო, ტელეკომპანია Televisa Guadalajara-ს შენობასთან იდგა. მოჭრილ თავებს მუქარის შემცველი წერილები ახლდა თან: ერთ წერილში ადგილობრივ მოსამართლეს ემუქრებოდნენ, მეორეში კი შტატის პოლიცის უფროსს. ორივე წერილი C.J.N.G-ის მიერ იყო ხელმოწერილი. ეს რეგიონში მოქმედი ნარკოკარტელის „ხალისკოს“ სახელია.

ეს კარტელი მექსიკის დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია. 2015 წელს მისმა წევრებმა ქალაქ გვადალახარაზე იერიში მიიტანეს და სამხედრტო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close