საზოგადოება

,,აბა რა უნდა ექნა შვილს, თუ მამის საფლავი გაუძარცვეს?” _ საკრებულოს დეპუტატი შალვა ნათელაშვილმა დაიცვა

ქუთაისის საკრებულო დეპუტატი, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ტავმჯდომარემ დაიცვა. საქმე იმაშია, რომ საკრებულოს დეპუტატს ლაშა გვენეტაძეს  მამის საფლავი გაუძარცვეს, რის გამოც მან მოქალაქეს სცემა,

 ,, აბა რა უნდა ექნა შვილს, თუ მამის საფლავი გაუძარცვეს? დაუშვებელია ამის გამო ციხეში ჩასმა და დეპუტატობის შეწყვეტა. ბიუჯეტს რომ ჭამენ ისინი გამოყარონ დეპუტატობიდან” _ აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

გვენეტაძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უახლოეს სხდომაზე განიხილება.

ლაშა გვენატაძეს მაისში სასამართლომ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ლაშას ძმა შოთა გვენეტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათ მეგობარს შიო ჯანელიძეს კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემ, მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქეს მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით აღიძრა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close