ადვოკატი მამუკა ნოზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალურ წერილს აქვეყნებს:

,,ღია წერილი ბატონ ზვიად კორძაძეს
ბატონო ზვიად, ვინაიდან კოლეგიალობის პრინციპი ჩემთვის არის უმთავრესი, ვერიდებოდი თქვენი სახელის ხსნებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვენ, ჩვენი თავმჯდომარის ხელფასი გამოაქვეყნეთ, გვინდა შეგახსენოთ რამოდენიმე ეპიზოდი თქვენი ცხოვრებიდან.
ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა და იღებს ხელფასს ადვოკატთა ასოციაციის ბიუჯეტიდან. ალბათ, ბატონო ზვიად, ინფორმირებული ხართ აღნიშნული ნორმის შესახებ!
ზაზა ხატიაშვილი როდესაც გახდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით შეიმცირა ხელფასი 30 % -ით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. მან გაყიდა ასოციაციის სამსახურებრივი ავტომანქანა და უარი განაცხადა სამსახურებრივი ავტომანქანის მომსახურეობაზე. არ აუღია არანაირი დანამატი და პრემია, ხშირად საკუთარი ფულით დადიოდა ევროპაში ადვოკატის უფლებების დაცვის კუთხით. ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რადგან ბრძანდებოდით აღმასრულებელი საბჭოს წევრი. აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსი არ უკრძალავს პირს საადვოკატო საქმიანობას, ამიტომ აღმასრულებელი საბჭოს წევრობა არაანაზღაურებადი პოზიციაა.
 ეპიზოდი პირველი

2009 წლის 27 დეკემბერი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მძვინვარებდა სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც საკუთარი კანდიდატი ჰყავდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პოზიციაზე, რომლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბრძანდებოდით თქვენ, ზვიად კორძაძე. ხელისუფლება, იმის შიშით, რომ წააგებდა არჩევნებს გადავიდა სასწაულ მობილიზაციაზე – სამართალდამცავ ორგანოებში და პროკურატურაში იბარებდნენ ადვოკატებს, რომ ხმა მიეცათ ქალბატონ ქეთევან ქვარცხავასთვის. სამეგრელოში, ყველა ადვოკატი ჩასვეს ყვითელ ავტობუსებში, თვითოეული ავტობუსს მიამაგრეს ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი და ასე ჩამოიყვანეს ადვოკატები თბილისში ხმის მისაცემად. აღნიშულ ფაქტს ადვოკატები რომ გვიყვებიან, თან ცრემლი ადგებათ. ორი წლის უკან სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორმა როლანდ ახალაიამ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ზაზა ხატიაშვილს პირადად უთხრა, რომ ზურაბ ადეიშვილმა პირადად მას დაავალა ადვოკატების მობილიზება, სამეგრელოდან ყვითელი ავტობუსებით ჩამოყვანა ხმის მისაცემად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მე შემრცხვებოდა ხმის ამოღება და ადვოკატთა კორპუსს მოვუხდიდი ბოდიშს.

იმ ხელისუფლების კანდიდატის მხარდაჭერა და საარჩევნი შტაბის ხელმძღვანელობა, რომელსაც 111 ადვოკატი ჰყავდა დაპატიმრებული 2009 წლის დეკემბრისთვის, ალბათ ჩემზე კარგად იცით რასაც ნიშნავს.

ეპიზოდი მეორე

ბატონო ზვიად, თქვენ ბრძანდებით იურიდიული ფირმების ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო ადვოკატი ემზარ პაქსაძე ბრძანდება გამგეობის წევრი. დაახლოებით ორი წლის უკან, ემზარ პაქსაძემ ჩაატარა პრესკონფერენცია ზაზა ხატიაშვილის ოჯახთან მიმართებაში და მის არასრულწლოვანი შვილებთან მიმართებაში გააკეთა ცილისმწამებლური განცხადება. ბატონო ზვიად, თქვენ შვილთან მიმართებაში რომ გაეკეთებინა რომელიმე ადვოკატს ასეთი სიბინძურე, როგორ გგონიათ, ზაზა ხატიაშვილი არ გააპროტესტებდა ამ განცხადებას? ემზარ პაქსაძის პრესკონფერენციის შემდეგ, როდესაც ემზარ პაქსაძის ოჯახს დაემუქრნენ, ზაზა ხატიაშვილი იყო ის პირი, ვინც განცხადება გააკეთა და მოითხოვა პროკურატურისგან ფაქტის გამოძიება. მინდა შეკითხვა დაგისვათ ზვიად კორძაძეს, რატომ არ გაკეთდა ოფიციალური განცხადება ემზარ პაქასძის ცილისმწამებლურ გამონათქვამებზე ზაზა ხატიაშვილის ოჯახთან მიმართებაში? რატომ დუმდით მაშინ??
ვისი ინიციატივით იყრის ემზარ პაქსაძე კენჭს ეთიკის კომისაში? რა თქმა უნდა, თქვენი. ვინაიდან იურიდიული ფირმების ასოციაციის თითქმის მთელი გამგეობა ლევან ჯანაშიას მიერ წარმოდგენილ საარჩევნო საიში ფიგურირებს.
 ეპიზოდი მესამე

ვინაიდან ზაზა ხატიაშვილმა დაიწყო უპრეცედენტო ომი ხელისუფლებასთან დაკავებული ადვოკატების გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დაპატიმრება. 2011 წელს დააკავეს ადვოკატი ლალი ჯიმშერაშვილი, რომელსაც პოლიციაში აიძულებდნენ ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ლალი ჯიმშერაშვილმა მოითხოვა ორი დღე, რომ ზაზა ხატიაშვილზე მიეტანა მტკიცებულებები, რომელიც დიდი სიხარულით გამოუშვეს. ლალი ჯიმშერაშვილმა წერილი დაწერა ზაზა ხატიაშვილის სახელზე, აღწერა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა, დატოვა თბილისში ორი არასრულწლივანი ქალიშვილი, გაფრინდა კიევში, შემდეგ ჩაჯდა მანქანის საბარგულში და ჩაბარდა ბელგიის ხელისუფლებას. ზაზა ხატიაშვილმა და დავით ასათიანმა (საკუთარი ხარჯებით) ლალი ჯიმშერაშვილი, რომელსაც არ იცნობდნენ, მონახეს ბელგიაში ლტოლვილთა ბანაკში, მიმართეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციას და მოითხოვეს მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება.

ბატონო ზვიად, ეს ინფორმაცია ცნობილი იყო ყველა ადვოკატისთვის, თქვენ მაშინ ბრძანდებოდით აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ელემენტარული განცხადება არ გაგიკეთებიათ, რატომ დუმდით მაშინ ???? ლალი ჯიმშერაშვილის საქმე იმიტომ გამახსენდა, ზაზა ხატიაშვილი 24 ნოემბერს როდესაც ბრიუსელში დააჯილდოვეს და მილიონი ადვოკატიდან მხოლოდ მას გადასცეს 2017 წლის ადამიანის უფლებათა ჯილდო, ჩემი თვალით ვნახე, როგორ კოცნიდნენ ზაზა ხატიაშვილს და დავით ასათიანს ლალი ჯიმშერაშვილი და მისი შვილები, რომლებიც სარგებლობენ პოლიტიკური დევნილის სტატუსით და ბრიუსელში ზაზა ხატიაშვილის დაჯილდოვებაზე ჩამოვიდნენ.
ეპიზოდი მეოთხე

მოქმედი ხელისუფლება ღიად ლობირებდა ევა გოცირიძეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ზაზა ხატიაშვილი ჩავიდა სტასბურგში, მოაწყო აქციები და ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი დაბლოკა. ზაზა ხატიაშვილი ითხოვდა კომისიის შემადგენლობაში მეორე ადვოკატის დამატებას. ზაზა ხატიაშვილის აქციების შემდეგ ხელსუფლება გახდა იძულებული, დაემატებინათ კიდევ ერთი ადვოკატი, მაგრამ ამისთვის მიმართეს არა ადვოკატთა ასოციაციას, არამედე თქვენ. მინდა შეგახსენოთ, რომ სტრასბურგში ზაზა ხატიაშვილი აქციებზე წავიდა თავისი ხარჯით და ადვოკატთა ასოციაციის სახსრებით არ უსარგებლია. ზაზა ხატიაშვილი აქციებს ატარებდა და კომისიაში მოხვდით თქვენ. როდესაც ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსის შემადგენლობაში, ვინაიდან წინასწარ იცოდა ის ორი კანდიდატი, ვინც გაიმარჯვებდა და მოუწოდა არასამთავრობო სექტორს, არ მისულიყო კომისიის სხდომაზე, ზაზა ხატიაშვილს მხარი დაუჭირა არასამთავრობოთა მართლმსაჯულების კოალიციამ, ანა ნაცვლიშვილი არ მივიდა კომისიის სხდომაზე, მაგრამ იქ მიბრძანდით თქვენ, ზვიად კორძაძე, ვინც ბრძანდებოდით ასევე არასამთავრობო კოალიციის წევრი. თქვენი კომისიის სხდომაზე მისვლის შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა თუ რა გარიგების საფუძველზე ჩაგრთოთ იუსტიციის სამინისტრომ. თეა წულუკიანის განცხადებამ, რომ ღრმად პატივცემული ადვოკატი ზვიად კორძაძე წარმოადგენდა ადვოკატთა კორპუსს, არის ჩემი ეჭვების დადასტურება.
ბატონო ზვიად! მინდა გავამახვილო ყურადღება რამოდენიმე ფაქტზე კომენტარის გარეშე. შევარდნაძის დროს ბრძანდებოდით მისი ადვოკატი ერთ-ერთი საქმეზე, სააკაშვილის დროს იყავით კანდიდატის ქეთევან ქვარცხავას შტაბის უფროსი, რაც არ დაგვავიწყდება ადვოკატებს ყვითელი ავტობუსების გამო. ვანო მერაბიშვილი როდესაც დაიბარეს პირველად დაკითხვაზე, მაშინვე თქვენ მოგაკითხეს ადვოკატის გამოყოფის მიზინით. თეა წულუკიანი თქვენზე აცხადებს, რომ ბრძანდებით ღრმად პატივცემული ადვოკატი და ა.შ. და ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ საუბრობთ ზაზა ხატიაშვილის ხელფასზე ??? ვახ დრონი, დრონი ….

 ისევ ზვიად კორძაძის მორალური ( მისთვის ჩვეული) სახე.

  ეპიზოდი მეორე( რუსთავი 2 საქმე)

პატივცემულო კოლეგებო, გუშინ გავაფრთხილე ადვოკატების ნაწილი, რომლებიც ცილისწამებლურ და შეურაცხმყოფელ დეზიმფორმაციებს ავრცელებდენ, რომ დაწყნარებულიყვნენ, დამშვიდებულიყვნენ და შეწყვიტათ ჭორაობა და ჭორებზე დაფუძნებული არასწორი ინფორმაციების გავრცელება. იურისტმა თავი კი არ უნდა იმართლოს, არამედ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება. მათ შორის გავაფრთხილე თვით ” დიდი” ზვიად კორძაძე, რომ შეეწყვიტა ტყუილების ტირაჟირება და თავი შეეკავებინა ჩემი შეურაცხყოფისთვის( ისე ყველა თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას, რომელიც არაეთიკურად იქცევა). როგორც ჩანს, არ შეისმინა ჩემი მოწოდება არც კორძაძემ (ძველი ბიჭივით მუქარები დაიწყო და განადგურებით დამემუქრა, რაც მართლაც ღიმილის მომგვრელია)

  …. ისე საინტერესოა, კორპუსი არ ცნობს ვინმე ცერცვაძეს და მას პრეტენზია გაუჩნდა აღმასრულებელლსაბჭოს წევრობაზე. მისი ტერმინოლოგია ხომ კრიტიკას ვერ უძლებს. ვერ გავიგე, ასოცირებული პროფესორი ვარო და ამ დროს ძველი ბიჭივით საუბრობს, რისი შემსწრეც თავად გავხდი ერთ – ერთ სხდომაზე.

 პატივცემულო ადვოკატებო, მე გუშინაც შეგახსენეთ და დღესაც მსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ ფაქტზე, რომ 2009 წელს ზვიად კორძაძე, ზაზა ბიბილაშვილი და ქეთი ქვარცხავა სოდით, კუდით და სხვა ძალოვანების დახმარებით როგორ იბრძოდნენ  და ცდილობდნენ ადვოკატთა ასოციაციის ხელში ჩაგდებას. დღესაც იგივე მცდელობას აქვს ადგილი, ოღონდ ჯანაშიების, გიორგაძეებისა და ცერცვაძების… გამოყენებით, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან ადვოკატები ერთსულოვნები არიან. უმრავლესობას ვგულისხმობ და კარგად იციან, ვინ აირჩიონ.

 მეგობრებო, ის, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2 თავის დროზე წართვეს მეპატრონებს არ არის სადაო და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. დავბრუნდეთ 2006 წელში და ვნახოთ, ვინ მონაწილეობდა რუსთავი-2 წილების გადაფორმების პროცესში და ვინ იყო ამ ყველაფრის უკან, ან ნაცმოძრაობის მარჯვენა და მარცხენა ხელი??? დიახ ბატონებო, ეს იყო ზვიად კორძაძე ჯანაშიას გუნდის რეალური ლიდერი.

 ასე, რომ ყველას ყველაფერი გვახსოვს. ნაცების რევანში არ გაგივათ ასოციაციაში. პატივი ვცეთ ერთმანეთს და პროფესიას”.

.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი