ვინ და რატომ გაუსწორდა დავით ტორიაშვილს – სამართალდამცველები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას იძიებენ. 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, მოკლული ნახეს.

ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა. წითლანაძის ქუჩაზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი წყლიდან გამოიტანეს. ასევე ჩატარდა იქვე მდებარე ერთ-ერთი სახლის ჩხრეკა. ბინის მფლობელი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შევიდნენ სამართალდამცველები მის სახლში.

გურამ გვასალიას განცხადებით, მან საცხოვრებელი სახლი 60 წლის ქალს მიაქირავა, რომელიც შვილთან ერთად ცხოვრობდა. მისივე თქმით, ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებმა ნივთების ნაწილი დალუქეს და წაიღეს.

„ვინც იქირავა ეს ბინა, იმის შვილი იყო აქ. დედამისმა ავადმყოფი არისო, ვერ მუშაობს და მკურნალობსო. ეს ბიჭი ოთხჯერ ხუთჯერ მყავს ნანახი აქ. პოლიცია შევიდა, იღებდა სურათებს, იძიებდნენ მკვლელის საკითხს. აქ გარაჟის პირდაპირ ამოიყვანეს ის ბიჭი წყლიდან,“ – აცხადებს გურამ გვასალია.

არსებობს ინფორმაცია, რომ პოლიციას ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს, თუმცა არის თუ არა საქმეზე ვინმე დაკავებული, ამაზე ჯერ სამართალდამცველები არ საუბრობენ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი