საზოგადოება

წაღვერში, არჯევანიძის ტყე იწვის

წაღვერთან ხანძარია. მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. იწვის არჯევანიძის მიმდებარე ტყე – 600 კვ მეტრი.  ეს ტყე არჯევანიძემ ხელოვნურად გააშენაა და დღეს, ბორჯომის ხეობის ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილად ითვლება. დამსვენებლებიც ზაფხულობით სწორედ ამ ტყეს აფარებენ თავს. რამ გამოიწვია ხანძარი, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

შეგახსენებთ, წაღვერის შესასვლელში არსებული ტყე წლების წინაც დაიწვა. ახლა, ეს ადგილი მოშიშვლებულია. იმედია, მეხანძრეები დროულად ჩააქრობენ ხანძარს და წაღვერის დამწვარ ტერიტორიებს, არჯევანიძის ტყეც არ მიემატება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close