პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: შოვინისტმა ხუხაშვილმა ჯერ ლოკა შევარდნაძე, მერე მიშას მფხანელი იყო…

,,ვუსმენ ახლა ამ შოვინისტ ხუხაშვილს, რომელსაც საქართველო ფულის საკეთებელ გოების ქვეყნად წარმოუდგენია და მახსენდება, როგორ მეწვია ოფისში 2007 წელს თხოვნით, არ გვეკრიტიკებინა სააკაშვილ-ალიევის კომპანია სოკარი, რადგან იქ კონსულტანტად ვმუშაობ და თვეში 50 ათასს მიხდიანო.(რაზედაც, რა თქმა უნდა, ჩვენგან უარი მიიღო). იმავდროულად, ეს ბატონი, თან, ვითომ ნაცმოძრაობას ებრძოდა საჯაროდ. მანამდე, ჯერ ლოკა შევარდნაძე, მერე ვარდების რევკომის წევრი და მიშას მფხანელი იყო, შემდგომ ბარაქიანად წველა ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი და ბოლოს ბიძინასთან იმდენი მილიონი აკეთა, რომ სუსტი ნერვების მქონე შეფმა პანჩურით დააგორა სოლოლაკიდან. ახლა, ეს იუდა ისკარიოტელის შთამომავალი პირდაპირი ხაზით გამოდის და აცხადებს, ბიძინას დაძიბაოს, რომ თურმე არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ პოლიპარტიებმა და პოლიტიკოსებმა დაკარგეს ნდობა და ქურდი კალაძე, ასევე ხუხაშვილივით კმარა, სოროს, აქუბარდია, ოცნებაგამოვლილი თაღლითი ელისაშვილი, რომელმაც მიულოცა და გაუთეთრა კალაძეს გაყალბებული არჩევნები, ყოფილან ერის იმედნი. რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ამდენი ფარისეველია, არ ვიცი” _აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close