საზოგადოება

ზუგდიდის მერია N15-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება N15-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

„ჩვენ მოვახდინეთ მყისიერად რეაგირება, როგორც კი შემოვიდა ინფორმაცია, დაუკავშირდით მშობელს, შევხვდით და გავერკვიეთ სიტუაციაში. ასევე, შევხვდით N15 საბავშვო ბაღის გამგეს, ბაღის აღმზრდელებს და ცენტრის დირექტორს. საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. თითოეული ბავშვის ინტერესი იქნება დაცული და მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის ზომებს მიიღებს“ – აღნიშნა მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close