საზოგადოება

ვის ანდობს მერია ბაღებში 60 968 ბავშვის კვებას?

თეონა ჭალიძე _ ,,ახალი საქართველო”; ქალები საქართველოსთვის თავმჯდომარე:

_ გაინტერესებთ ვის ანდობს მერია ბაღებში 60 968 ბავშვის კვებას? 15 იანვრიდან ბავშვების კვება მიანდეს შპს ნილი -ს, ეს იმ კომპანიებიდან ერთ-ერთი გახლავთ, რომელიც ,,უფასო სასადილოების” ბენეფიციარების ნაწილის კვებაზე იყო პასუხისმგებელი და რომელიც არაერთხელ დააჯარიმა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკვები პროდუქტის სიცოცხლისთვის შეუსაბამობისთვის. ამ კომპანიას ჯერჯერობით 2018 წელში 9 000 000 ლარამდე, არ გეჩვენებათ 9 მილიონი ლარის ტენდერი უკვე მოგებული აქვს და ისანში, მთაწმინდასა და ჩუღურეთში უფასო სასადილოებს მოემსახურება. პარალელურად კი 171 ბაღში ბავშვების კვებაზე გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაციის მიუხედავად ე.წ ,,დაბალი ფასის” ჩვენების გამოც გაუფორმდება ხელშეკრულება. მთავარი ამბავი აქ კიდევ ისაა, რომ ამ შპს-ს დირექტორი გიორგი ჯუღელი და წილის მფლობელი თეიმურაზ გიორგაძე გახლავთ ,,ქართული ოცნების” შემომწირველები. მათ ოფიციალურად ჯამში 150 000 ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას და არაოფიციალურ შემოწირულობებზე ფიქრი თქვენთვის მომინდია…

 ამის შემდეგ კითხვები აღარ მაქვს, ყველაფერი ნათელია
პს: ,,ახალი საქართველოს” კვლევების საფუძველზე პროკურატურას ,,სასადილოების საქმეზე” სისხლის სამართლის საქმე რომ აქვს აღძრული და სხვებთან ერთად ამ შპს-ს საქმესაც რომ სწავლობს, ეგეც საგულისხმოა.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close