საზოგადოება
წითელ ხიდზე, ლაგოდეხსა და ყაზბეგში ნარკოტიკული და ფსიქიატრიული მედიკამენტები აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდზე, ლაგოდეხსა და ყაზბეგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
“27 ოქტომბრიდან – 2 ნოემბრის ჩათვლით, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული, (14 კაფსულა ტრამადოლი) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული (40 აბი პენტალგინH) მედკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (1.65 გრამი) აღმოაჩინეს.”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
მათივე თქმით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.