„გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, მოაქცია ის სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პროცესში, რითაც ივანიშვილების ოჯახი გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკომილიარდების მფლობელად,“ – განაცხადა ნათელაშვილმა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი.

„ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, გაუქმებული და ის შეუერთდება საერთო იურისდიქციის სასამართლოებს, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი