საზოგადოება

,,გახარია იქნება კოჭლი პრემიერი”

ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი:

_ სისხლში ამოთხუპნული გახარიას გაპრემიერებით უბრალო წაგებისთვის კი არა კატასტროფისთვის რომ წირავს ქართულ ოცნებას ივანიშვილი, ამის მიხვედრას გენიოსობა სულ არ ჭირდება. ბავშვიც მიხვდება. რამდენიმე ათასი ეგზალტირებული და ანგარებით მოტივირებული მხარდამჭერის გარდა დანარჩენ საზოგადოებაში ივანიშვილის და ქართული ოცნების მიმართ ზიზღის და პროტესტის უფრო მეტად აკუმულირებას გამოიწვევს უპატივცემულობის და ცინიზმის ასეთი ღია დეკლარირება. პრაგმატულადაც, გახარია იქნება კოჭლი პრემიერი, რომლის არათუ სიტყვას არ ექნება ფასი, არამედ უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს ოპერირებას, ვერსად ვერ გამოჩნდება, ყველგან დახვდებიან თვალახვეული აქტივისტები, ყველგან დაუსვამენ შეკითხვას 20 ივნისთან დაკავშირებით, სულ რომ ეკონომიკა 10%–ით გაზარდოს და ოქროს მთები წამოჭიმოს. წინასაარჩევნო წელი პრაქტიკულად თავის მართლებაში უნდა გაატაროს, ისიც თუ მოუსმენს ვინმე. რატომ აკეთებს ივანიშვილი ამას, როცა საღი აზრის ნატამალი არ არის ამ გადაწყვეტილებაში? მარტივია: საღმა აზრმა დიდი ხანია მიატოვა. უბრალოდ შეპყრობილია. საკუთარი დანაშაულის სიმძიმით სამუდამოდ დაღდასმული. სინამდვილეში ხომ 20 ივნისის სისხლისღვრის მოწყობის გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა მიიღო. იმის დემონსტრირებით, რომ გახარიას აქვს უფლება პოლიტიკოსად და ადამიანად იწოდებოდეს, საკუთარი თავის ლეგიტიმაციას ცდილობს. გვეძალადება არა მარტო პროკურატურით და სასამართლოთი, რომელიც 20 ივნისზე “სახელმწიფო გადატრიალებს“ საქმეს თხზავს და ფაქტიურად პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებს, არამედ ფსიქოლოგიურადაც. იცის, რომ გახარია ორ წელიწადში არავის ემახსოვრება და სინამდვილეში ის შევა ისტორიაში როგორც სისხლიანი ჯალათი, რომელმაც ხალხს თვალები დათხარა! ამას მინიმუმ ინსტიქტი კარნახობს. შემდგომ ერთ წელს ჩვენთან ჭიდაობაში და პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმის მტკიცებაში გაატარებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლისღვრა მოსულა. არა ბატონო ივანიშვილო, მაგ სისხლს ვერ გაიპრავებთ. არის რაღაცეები, რაც არ პრავდება. მაგას შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილისნაირები რატომ გეტყვიან? ჯერ ხომ კარგად უნდა მოგწველონ. გახარიას სად დადებთ ვის აინტერესებს? თქვენ ხართ უკვე ზიზღის მთავარი ობიექტი. რაც მეტ ნაგავში ჩაჯდებით და რაც მეტ სიძულვილს დააგროვებთ, 2020–ში უფრო კატასტროფულად დაილეწებით.

Related Articles

Back to top button
Close