დენის შემდეგ დღეს შესაძლოა უკვე წყალიც გაძვირდეს – საბოლოო გადაწყვეტილება სემეკმა რამდენიმე საათში უნდა მიიღოს. ახალი ტარიფი მომდევნო 3 წლის განმვალობაში იქნება ძალაში. გუშინ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დენის ტარიფი თბილისში ერთ ნახევარი თეთრით, რეგიონებში კი 1,3 თეთრით გაძვირდა.

გამომდინარე იქიდან,  რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის,“ „რუსთავის წყლისა“ და „მცხეთის წყლის“ საინვესტიციო პროექტი უკვე შეთანხმებულია და ის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს, დიდი ალბათობით ტარიფის გაძვირება მოხდება.

„სამივე კომპანიას ტარიფი დადგენილი აქვს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად მათ რომ გააგრძელონ მომდევნო წლებში საქმიანობა სჭირდებათ ახალი ტარიფი, რასაც სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს. წელს შესული ცვლილებების შესაბამისად სატარიფო მეთოდოლოგიებში, კომპანიებს დაუდგინდებათ ტარიფი უკვე მომდევნო სამი წლის პერიოდზე. ამ ეტაპზე შეთანხმებულია უკვე ის ინვესტიციები, რაც უნდა განახორციელონ კომპანიებმა მომდევნო წლების განმავლობაში. განიხილება სხვა საკითხები დღევანდელ სხდომაზე, რომელიც შედის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფში,“-განაცხადა სემეკის პრესსპიკერმა ქეთევან ბერიკაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი