თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 22 წლის გოგონას ახალგაზრდა მამაკაცმა ყელი გამოჭრა,  შემდეგ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოხტა და გაქცევა მოახერხა.

„თავიდან მეზობლებს ხმაური შემოგვესმა. 22 წლის გოგონაა გარდაცვლილი, ორი შვილის თანდასწრებით გამოჭრეს ყელი. ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც სავარაუდოდ, ქმარია, შერიგებას სთხოვდა და მკვლელობის მიზეზი უარი გახდა. გოგონა დასთან იყო სტუმრად და აქ მოხდა ეს ფაქტი“, – განუცხადა პირველ არხს თვითმხილველმა.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დაახლოებით 18:30 საათზე იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

წყარო: 1tv

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი