LIN05 HANOI (VIETNAM) 02/09/2013.- Dos mujeres utilizan "Tumblr" en una cafetería en Hanoi (Vietnam) hoy, lunes 2 de septiembre de 2013. El Gobierno de Vietnam ha aprobado la limitación en el intercambio de información a través de las redes sociales. El Decreto 72, que entró en vigor ayer, establece que los usuarios de plataformas como Facebook o Twitter no pueden intercambiar noticias u otros contenidos que no sean "información personal". También obliga a las compañías extranjeras a tener un servidor en el país, lo que favorece el control de su actividad por parte de las autoridades. EFE/Luong Thai Linh

ფეისბუქში, ახალი ამბების ველის ე.წ. ნიუს ფიდის სტრუქტურა იცვლება. პოსტს ამის შესახებ თავად მარკ ცუკერბერგი აქვეყნებს.

ცვლილებების თანახმად „ნიუს ფიდში“ სარკლამო შინარსის განცხადებებისა და სტატიების წილი მნიშვნელოვნად მცირდება. სამაგიეროდ მომხმარებელს მეგობრის პოსტები და გაზიარებული მასალა უფრო ხშირად გამოუჩნდება.

ფეისბუქი ცდილობს ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც გამოავლინა რომ ადამიანები სხვა ადამიანებთან დამაყრებული ურთიერთობის შედეგად თავს უკეთ გრძნობენ – განაცხადა სოციალური ქსელის დამაარსებელმა.

კვლევისა და მომხმარებლებისგან მიღებული შეტყობინების გაანალიზების თანახმად დადგინდა, რომ ბოლო პერიოდში რკლამებმა და კომპანიის მიერ შემოთავაზებულმა სიახლეებმა საკმაოდ დიდი სივრცე დაიკავა ფეისბუქში, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.

ცუკერბერგი იმედოვნებს რომ დღის განმავლობაში, ადმიანების მიერ ფეისბუქზე გატარებული დრო შემცირდება, თუმცა ნაყოფიერება გაიზრდება.

ფეისბუქი ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიარდს აჭარბებს. მისი კაპიტალიზაცია 403 მილიარდ დოლარს აღწევს და მეექვსე ადგილს იკავებს. თვად მარკ ცუკერბერგის ქონება 75 მილიარდ დოლარას აჭარებებს, რითაც მხოლოდ 3 ადამიანს: ჯეფ ბეზოსს, ბილ გეიტსსა და ურონ ბაფეტს ჩამორჩება.

მ2ბ

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი