,,რამდენიმე ათეულ ქართველ ემიგრანტზე “უკომპრომისო” ქართველი, მე ჯერ არ მინახავს.

ჩაბუდებულან განვითარებულ დემოკრატიებში – ასეთ ქვეყნებში უკეთ აცხოვრებენ ოჯახებს და რა ქნან, უზიან კლავიატურებს 24 საათი და იქიდან ამუნათებენ ყველას, ვისაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება არ სურს.
თან გიმტკიცებენ მრავალი ათასი კილომეტრიდან, რომ რეალობას ვართ ჩვენ მოწყვეტილები, ისინი გრძნობენ ზუსტად.

P.S. ოდნავადაც არ აწუხებთ სინდისი აქაურების წინაშე. თავად მოსწონთ დემოკრატიული ტრადიცია, ფაქტია – იქ ცხოვრობენ, სადაც ის დამკვიდრდა, აქაურებს კი “პერმანენტული რევოლუციისკენ” მოუწოდებენ და თან ამპარტავნულად დასცინიან – თითქოს ჩვენ არ ვიმსახურებთ მუდმივი ტურბულენტობის მოჯადოებული წრიდან გამოსვლას, თითქოს აქაური პოლიტიკოსების ვალი არაა, რომ ეს ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე შესვან.

ჩემი ოსი ბებია ხმარობდა ხოლმე ამ ეპითეტს – “უკუდო ამპარტავანი”. პატარაობაში წესიერად ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა და მომწონს, რომ ზუსტი ადრესატები გამოვუნახე” _ აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი