ღამით, საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში, მათ შორის „ბასიანში, „გალერიში” და „მტკვარში”  ერთდროულად ჩატარდა.  ჩხრეკა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, შესაძლოა, ამოიღეს რაიმე ნივთიერება, თუმცა რეალიზატორი მათ კლუბში არ დაუკავებიათ. გავრცელდა ინფირმაცია, რომ კლუბების სტუმრებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც, პოლიციელებმა, ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შემდეგ, კლუბების სტუმრებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი  გზის გადაკეტვას შეეცადნენ, რის საშუალებაც მათ არ მისცეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

აქციას ნაციონალური მოძრაობისა და ,,გირჩი”-ს წევრებიც შეუერთდნენ.

„ბატონ ბიძინას მადლობა ტრიუმფალური დაბრუნებისთვის. კახა კალაძე ალბათ, ხვალ დიჯეებს სპეცრაზმთან ფეხბურთს გვათამაშებს და ასე მოგვარდება ყველაფერი, ყველას ვერ დაგვიჭერთ, ფეხბურთი არ იქნება კახა, დაგექცა ქალაქი თავზე. ამათი აყირავება ნახეთ თქვენ, იქნება აქციები“- განაცხადა მუსიკოსმა დავით გაბუნიამ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, კლუბებშუ პოლიციამ ახალგაზრდები სცემა და ამან გამოიწვია მათი აღშფოთება, თუმცა ცემის დამადასრუბელი რაიმე მტკიცებულება _ ვიდეო-ფოტო მასალა ამ ეტაპისთვის არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ოპერაცია მოჰყვა ნარკოტიკული საშუალებებით ახალგაზრდების გარდაცვალებას. საზოგადიებამ მოითხოვა, რომ სამართალდამცავებს ადეკვატური ღინისძიებები გაეტარებინათ ნარკობარიგებისა და იმ ღამის კლუბების წინააღმდეგ, რომლებშიც ნარკოტიკი იყიდება.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი