,,ჩატაევმა ორი წლის წინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა.
ეს ინფორმაცია ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. მისი გვარი ევროკავშირის “შავ სიაშიც” მოხვდა, როგორც განსაკუთრებით საშიში ტერორისტი.
აუფ ბორჩაშვილის დაპატიმრების შემდეგ ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა, სადაც ის ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს ემუქრებოდა. მან აუდიომუქარა,მეგობრის მეშვეობით კონტრტერორისტულ ცენტრს თურქეთიდან გამოუგზავნა. ჩატაევი პატიმრობაში მყოფი აუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული პირების განთავისუფლებას ითხოვდა.
“თუ ისინი არ გათავისუფლდებიან, საქართველოს უსაფრთხოება არ იქნება დაცული” – ამბობდა აუდიო მიმართვაში ახმედ ჩატაევი.
ამავე ჩანაწერში ჩატაევი ახსენებდა აჭარელ მოჭიდავეს, თემურს. საუბარია სპორტსმენ თემურ ბახუნტარიძეზე, რომელიც სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ 2013 წლის 13 სექტემბერს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონ ფირუზ წულუკიძესთან და რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენ იუსუფ ლაკაევთან ერთად დააკავეს.
34 წლის ახმედ ჩატაევი (იგივე ახმედ შიშანი) ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მისი სახელი ფიგურირებს ლაფანყურის გახმაურებულ საქმეშიც
2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, სასტიკად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს, რის შემდეგაც მას „ცალხელა ახმედას“ სახელითაც კი მოიხსენიებდნენ.
ჩატაევის მორიგი დაპატიმრება კი ლაფანყურის მოვლენებს უკავშირდება. ითქვა, რომ პანკისის ხეობაში სწორედ მას ჩამოჰყავდა ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი მოჯაჰედები, რომლებიც შემდგომში რუსეთის ფედერაციაში უნდა გადასულიყვნენ. ჩატაევი სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს, ხოლო 2013 წელს სასამართლომ გაათავისუფლა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.

თუ მართლაც ჩატაევია ლიკვიდირებული მგონი ვერ გვაქვს კარგად საქმე. გამოჩნდება ყველაფერი. არც ის მგონია შემთხვევით, რამოდენიმე დღის წინ, აეროპორტის ევაკუაცია რომ მოხდა. სხვების თავისუფლებას ითხოვდა, აიუპ ბორჩაშვილის და მასთან ერთად დაკავებულების. რაც საქართველო დატოვა, იმის მერე გახდა რადიკალი ისლამისტი. რას გეგმავდნენ ისინი საქართველოში, ამას, ალბათ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. თუ მართლაც ჩატაევია ლიკვიდირებული მგონი ვერ გვაქვს კარგად საქმე” _ წერს უფლებადამცველი ნატალია ხოხიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი