,,გავიგე, რომ ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმედ არის და საავადმყოფოშია… სიძულვილით სავსე ჩვენს საზოგადოებაში პოეტი გული ყველაზე სათუთია… კიდევ ერთხელ ატკინეს გული! ვინც რა უნდა თქვას და იფიქროს, მე ვიტყვი, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი ქართული პოეზიის ბერმუხა და ციტადელი წაიქცა…
პოეტობა მხოლოდ რითმების შეწყობა არ არის, მავანთ რომ ჰგონიათ, პოეტობა უზენაესის ხელდასხმაა, სამშობლოა, ზნეობაა, ღირსებაა!..
მჯერა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი ჩვეული გაუტეხლობით შეძლებს წამოდგომას!.. მე კი მინდა მისადმი მიძღვნილი ამ პატარა ლექსით მოვეფერო, რომელიც ჩემს კრებულში „სულალუბლები“ შევიდა:

მწყურვალისათვის მიმატანინე, წყალი…

ჯანსუღ ჩარკვიანს

თვალებში თბილისური მზე,
სევდა მუშმალიისფერი…
მოგქონდა გულიდან წვიმები,
პოეტის ნაღვლიანი სამშობლო…
ხელისგული
ცრემლებით სავსე ფიალა,
ცისა და მიწის ნათელმირონი…
ღვინოში პური,
სულში ანგელოზები
ლურჯიდუმალი ნათებით…
თან გდევდა ჟამი
ჩუმმეწისქვილე
და მზერა დაიუნჯებდა
შორეული ზარების ხმებს
გულში კი რთველობდა დაღლილი და
მწყურვალი,
ცრემლის მონაჟური
საქართველო! ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოეტი, თამარ შაიშმელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი