,,თბილისსა და საქართველოს სჭირდება კალაძისაგან წართმეული მილიარდების უკან დაბრუნება და არა იაფფასიანი თაღლითური პიარი უხელფასო წამებულზე. კერძოდ, ამ ბატონმა ჩააბაროს ქალაქს:

1. მის მიერ სამების ტაძართან, ჩალის ფასად დათრეული 80 ჰექტარი მილიარდიანი მიწა.

2.დაუბრუნოს ქართველ ხალხს მისგან მიტაცებული 20 ჰიდროელექტროსადგური გადამალული კალა-კაპიტალის აბრევიატურით კვიპროსის ოფშორებში.

3. უარი თქვას სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული 300 მილიონზე ვითომდა ფეხბურთის განვითარებისათვის, რასაც ის და კობიაშვილი ითვისებენ.

ყოველივე ამის შემდეგ არათუ ხელფასი აიღოს, არამედ გაიორმაგოს, ალალი იქნება” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი