საზოგადოება

სოფელ კვირიკეში ქარსაცავ ზოლს ბიძინა ივანიშვილის ევკალიპტის გადატანის გამო ანადგურებენ -სკანდალური ფოტოები

სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი, რომელიც ამავე დროს ენმ-ეს წარმომადგენელია, მის სოფელში ასამდე გაჩეხილი ხის ფოტოებს ფეისბუქში აქვეყნებს.

რეზო ხარაზი  ამბობს, რომ გაჩეხილი ხეების ფოტოები გუშინ, 11 მარტს გადაიღო. სოფელში ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

„ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ კერძო პირის, რეზო ჯინჭარაძის  ტერიტორიიდან. ამ სახლიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მანძილზე არსებული თითქმის ყველა ხე მოჭრილია, ზოგი ნახევრად გადაჩეხილია, ზოგი მთლიანად მოჭრილია. მე რაც დავითვალე, განადგურებულია დაახლოებით 80-დან ასამდე ძირი ხე“. რეზო ხარაზი ამბობს, რომ გზის გაყვანას, სავარაუდოდ, კიდევ 50 ძირი კრიპტომერის ჯიშის ხეები შეეწირება, რადგან ეს ხეებიც გზის გაყოლებაზეა დარგული.

„სადაც უნდა გავიდეს გზა, არის ყოფილი  სასათბურე მეურნეობის ტერიტორია. ეს არის ქარსაცავი ზოლი და ეს ხეები სწორედ ქარისგან დასაცავად იყო დარგული.

  ახლა ეს ზოლი მთლიანად განადგურებულია. კვირიკეში ქარსაცავი ზოლი აღარ არსებობს,“ – გვეუბნება რეზო. მისი თქმით, ხეების გაჩეხვის გამო ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, თუმცა ხმამაღლა არავინ საუბრობს.

„გვეუბნებიან, რომ სოფელში ამოდიან უშიშროების წარმომადგენლები, მერი და არწმუნებენ, რომ ხეების გატანის პროცესს ხელი არ უნდა შეუშალონ.

მოსახლეობა ამბობს, რომ სადმე შეიძენენ ნერგებს და ისევ დარგავენ ქარსაცავ ზოლში“, – ამბობს ხარაზი.

.

.

.
.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close