თბილისი-ზუგდიდის და თბილისი-ფოთის მატარებელში კვების სერვისის მიღება შესაძლებელი გახდება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მატარებლებში საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების რეალიზაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადი 18 ივლისამდე უნდა წარადგინონ.

„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებლის მგზავრების, კვებით მომარაგება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მგზავრებს შორის გაზრდილია მოთხოვნა სასმელსა და კვების პროდუქტებზე.

ამ ეტაპისთვის უცნობია, კვების ღირებულება მატარებლის ბილეთის ფასში შევა, თუ მგზავრებს საფასურის გადახდა დამოუკიდებლად მოუწევთ

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი