გოგი ლორთქიფანიძე, სახალხო თვითმმართველობის თავმჯდომარე:

_ საპარლამენტო კომისიის სხდომას ვუყურებ პირდაპირ ეთერში (სალარიძის საქმე)… მიმყარდება აზრი, რომ ოცნება ნაციონალური მოძრაობის ბედს გაიზიარებს, რადგან ეს ხალხი ვერ სწავლობს ვერაფერს და ჯიუტად აგრძელებს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას.
კომისიის სხდომაზე ოცნების წარმომადგენლები ასრულებენ პროკურორების ფუნქციას და თავიანთი შეკითხვებით ცდილობენ სისტემას მოწმინდონ ნამუსი. ნაცები კი არხეინად ადვოკატობენ და ყველა მათი შეკითხვა სისტემის დადანაშაულების მცდელობაა.
სალარიძის ბედი ცალსახად არავის აინტერესებს…
სისტემის შეცვლა თქვენ არ გინდათ და მარტო მთავრობის კოსმეტიკა არ გიშველით.
თქვენი ბედი ნაკლებად არის საინტერესო, აი ჩვენ, რომ ვიჭყლიტებით ძალუმად ეგაა უბედურება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი