მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი კიევში იმყოფება. რამდენიმე წუთის წინ, მან რადასთან შეკრებილ აქტივისტებს მიმართა:

“მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ ჩემი ქმრის დაკავებისას ადგილზე იმყოფებოდა, ნამდვილი გმირია. ყველა ქართველი ამაზე ლაპარაკობს, როგორი ორგანიზებულები იყვნენ ისინი, როგორ იდგნენ საათობით, თოვლში, განსაკუთრებით ქალები. მინდა ვთქვა, რომ გამარჯვება აუცილებლად მოვა, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი ხდება, უბრალოდ მინდა რომ ეს ბრძოლა უსისხლოდ დამთავრდეს“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი