მიხეილ სააკაშვილი კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკრაინელებს მიმართვას უგზავნის, რომელიც მის ფეისბუქზე გავრცელდა.

„უკრაინის ხელისუფლებამ ცრუ ბრალდებით დამაკავა. ამ ფორმით მათ თქვენი დაშინება უნდათ. არაფრის შეგეშინდეთ და კვირას პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციაზე გამოდით!“ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისა და განუკითხაობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.“- წერს სააკაშვილი.

კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.

კომენტარები
Загрузка...