ცნობილია, რომ სამეფო კარის მასხარები ხშირად ყველაზე სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ მეფეებს. ჩაცმულობის და საქმიანობის მიუხედავად, მათი უმეტესობა დიდი სიბრძნით გამოირჩეოდა. ერთხელ საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის (1515-1547წ) მასხარამ სახელად ტრიბულემ ნათლად დაანახა მეფეს, თუ რატომ შემოდიოდა ხაზინაში ძალიან ცოტა ფული გადასახადების გაზრდის მიუხედავად. მან ყინულის ნატეხი აიღო ხელში და ლაქიებს სთხოვა ის მეფისთვის გადაეწოდებინათ. ყინულის ნატეხი ხელიდან ხელში გადადიოდა და როცა მეფემდე მივიდა ის უკვე თითქმის მთლიანად იყო დამდნარი.

ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი, სპეციალურად euronews.ge -სთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი