ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ „ივერიის“ სპეციალური გამოცემა, 1909 წლის 6 ივლისის ნომრის ერთი გვერდი დაიბეჭდა.

სპეციალური გამოცემა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა მეტროპოლიტენის და მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს დაურიგეს.

გაზეთი „ივერია“ თბილისში 1877 წლის 3 მარტს პირველად გამოვიდა. ეს იყო მთავარი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, რომელიც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდა. მისი დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე იყო.

1879-1885 წლებში „ივერია“ ჟურნალის სახით გამოდიოდა, 1886 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა.

 

განსაკუთრებულია „ივერიის“ როლი  ქართული მწერლობის განვითარებაში. სხვადასხვა დროს გაზეთში გამოქვეყნდა დიდი ქართველი მწერლების  აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო ლომოურის, ეკატერინე გაბაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის და სხვათა ნაწარმოებები.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი